სკოლა „პეგასის“ საშუალო საფეხურზე  (X -XII კლასები) სწავლა-სწავლების პროცესი  ორიენტირებულია საფუძვლიანი საგნობრივი ცოდნის მიღებაზე,  რაც  ხელს უწყობს მოსწავლემ მიიღოს თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი განათლება და გააკეთოს მომავალი არჩევანი. საშუალო საფეხურის ძირითადი ამოცანებია მოსწავლეთა პროფორიენტაციის პროცესის ხელშეწყობა, ცხოვრებისეული უნარ-ჩვევებისა და დამოკიდებულებების  განვითარება რომელიც ხორციელდება წინასწარ დაგგმილი საგნობრივ-აკადემიური პროექტებითა პროგრამებით.

______________________________________________________________________________

საფეხურის პრიორიტეტებია:

📍  საგანთა დიფერენცირებული სწავლების გზით სისტემური ცოდნის კონსტრუირება, მოსწავლეთა  მიდრეკილებებისა და ინტერესების გათვალისწინებით.

📍 მრავალფეროვანი საგნობრივ-აკადემიური პროექტების განხორციელება, ახალი გამოწვევების მზაობის  მისაღებად.

📍 პრობლემის გადაჭრის გზების ძიების, კრიტიკული აზროვნებისა და არგუმენტირებული მსჯელობის უნარ-ჩვევების განვითარება.