სკოლის მისია
- აღზარდოს ინტელექტუალური, მაღალი ზნეობის, გამოკვეთილი მოქალაქეობრივი პოზიციის მქონე სრულყოფილი პიროვნება.
- შექმნას შესაბამისი გარემო მოსწავლეთათვის თავისუფალი, შემოქმედებითი, ინტერკულტურული სამოქალაქო ცნობიერებისა და ტოლერანტობის ჩამოყალიბებისთვის. სწავლა–სწავლების სიღრმისეული შემეცნებისა და ცოდნის ტრანსფერისთვის.
- შესძინოს კომუნიკაციის, ახალი ინფორმაციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ეფექტურად ათვისების, მთელი ცხოვრების მანძილზე ახალი ცოდნისა და საჭირო ჩვევების დამოუკიდებლად შეძენის უნარი.
- მოამზადოს მოსწავლეები საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციისთვის.
სკოლის მიზანი
- შეუქმნას მოსწავლეს აუცილებელი საგანმანათლებლო სივრცე და პირობა მაღალი ხარისხის განათლების მისაღებად.
- მოამზადოს მოსწავლე უმაღლესი, ან პროფესიული განათლების მისაღებად. ჩამოუყალიბოს უწყვეტი განვითარების, მთელი ცხოვრების განმავლობაში ახალი ცოდნისა და ჩვევების დამოუკიდებლად შეძენის უნარი.
- აღზარდოს ტოლერანტი, კრიტიკულად მოაზროვნე, ეროვნული, დემოკრატიული და ლიბერალური ღირებულებების მქონდე მაღალზნეობრივი ინდივიდი.
- იზრუნოს მოსწავლის განვითარებაზე, სამოქალაქო და სამართლებრივი პასუხისმგებლობების ჩამოყალიბებაზე.
გახადოს მოსწავლის სასკოლო ცხოვრება საინტერესო, მრავალფეროვანი და სახალისო.