სკოლა „პეგასის“ საბაზო საფეხურზე (VII -IX კლასები) სწავლა-სწავლების პროცესი მოსწავლეზე ორიენტირებულია, რომელიც ხელს უწყობს ცოდნის ეტაპობრივად კონსტრუირებას, ცოდნათა ურთიერთდაკავშირებას და ორგანიზებას. საბაზო საფეხურის ძირითადი ამოცანებია მოსწავლეთა პროფორიენტაციის პროცესის ხელშეწყობა და ცხოვრებისეული უნარ-ჩვევებისა და დამოკიდებულებების განვითარება, რომელიც ხორციელდება წინასწარ დაგეგმილი საგნობრივ-აკადემიური პროექტებითა და სააღმზრდელო პროგრამებით.
______________________________________________________________________________
საფეხურის პრიორიტეტებია:
📍 საგანთა გაღრმავებული სწავლება. კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების გასავითარებლად.
📍 მრავალფეროვანი საგნობრივ-აკადემიური პროექტების განხორციელება საპრეზენტაციო უნარ-ჩვევების განვითარების და მონაცემთა შეჯამების მიზნით.
📍 უცხო ენის, ინგლისურის, გაძლიერებული სწავლება.