თოჯინების მუზეუმი პეგასში

IV კლასელებმა, “მე და საზოგადოების” საგანში, შეისწავლეს საზოგადოებრივი სივრცეები და ქცევის წესები.

ამასთან დაკავშირებით მათ შექმნეს მუზეუმი, სადაც გამოფინეს მათი ნახატები. 

მოირგეს თოჯინების როლი და გააცოცხლეს თოჯინების მუზეუმის ექსპონატები. 

მუზეუმის სტუმრებს მოუყვნენ, რომ მუზეუმი არის ერთ-ერთი საზოგადოებრივი სივრცე და იქ ყოფნისას ჩვენი ქცევით სხვას ხელი არ უნდა შევუშალოთ.