16 ნოემბერს სკოლა “პეგასის” IX კლასის მომსწავლეებს ისტორიისა და ქართულის ენის ინტეგრირებული გაკვეთილი ჩაუტარდათ კიკვიძის ბაღში.
აღნიშნული აქტვობა მიზნად ისახავდა განვლილი საგაკვეთილო მასალის საინტეტესოდ გამეორებასა და გახსენებას.
გაკვეთილის ფარგლებში 5 ჯგუფში განაწილებულმა მეცხრე კლასელებმა ითამაშეს “დანიური სწავლების მეთოდებზე” დაფუძნებული 4 სხვადასხვა თამაში (“გემობანა”,”ტარსიას ფაზლის აწყობა”, “XO”, “5 სკამი”), რომლებიც დაფუძნებული იყო როგორც წინარე ცოდნაზე, ისე სისწრაფესა და გუნდურობაზე.
აღნიშნული აქტივობის ორგანიზებაში საზოგადოებრივი მეცნიერებებისა და სახელწიფო ენის კათედრების მასწავლებლებთან ერთად განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს სკოლა “პეგასის” XI კლასის მოსწავლეებმა.











