ისტორიისა და ქართული ენის ინტეგრირებული გაკვეთილი კიკვიძის ბაღში
16 ნოემბერს, კიკვიძის ბაღში, სკოლა “პეგასის” IX კლასის მოსწავლეებს ჩაუტარდათ ისტორიისა და ქართული ენის ინტეგრირებული გაკვეთილი.
აღნიშნული აქტივობა მიზნად ისახავდა განვლილი საგაკვეთილო მასალის საინტერესოდ გამეორებასა და გახსენებას.
გაკვეთილის ფარგლებში 5 ჯგუფში განაწილებულმა მეცხრე კლასელებმა ითამაშეს “დანიური სწავლების მეთოდებზე” დაფუძნებული 4 სხვადასხვა თამაში (“გემობანა”,”ტარსიას ფაზლის აწყობა”, “XO”, “5 სკამი”), რომლებიც დაფუძნებული იყო როგორც წინარე ცოდნაზე, ისე სისწრაფესა და გუნდურობაზე.
აღნიშნული აქტივობის ორგანიზებაში საზოგადოებრივი მეცნიერებებისა და სახელწიფო ენის კათედრების მასწავლებლებთან ერთად განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს სკოლა “პეგასის” XI კლასის მოსწავლეებმა.