IV კლასელებმა, “მე და საზოგადოების” საგანში, შეისწავლეს საზოგადოებრივი სივრცეები და ქცევის წესები. ამასთან დაკავშირებით მათ შექმნეს მუზეუმი, სადაც გამოფინეს მათი ნახატები. მოირგეს თოჯინების როლი და გააცოცხლეს თოჯინების მუზეუმის ექსპონატები. მუზეუმის სტუმრებს მოუყვნენ, რომ მუზეუმი არის ერთ-ერთი საზოგადოებრივი სივრცე და იქ ყოფნისას ჩვენი ქცევით სხვას ხელი არ უნდა შევუშალოთ.