სკოლის ისტორია
სკოლა „პეგასი“ 2000 წელს დაარსდა და მას შემდეგ ემსახურება ერთ მთავარ მიზანს: შექმნას ისეთი საგანმანათლებლო გარემო, სადაც მოსწავლე მიიღებს ხარისხიან განათლებას, განვითარდება, როგორც დამოუკიდებელი პიროვნება და შეძლებს საკუთარი შესაძლებლობების სრულად გამოვლენას.
წლების განმავლობაში „პეგასი“ თანამედროვე განათლების მოთხოვნებთან ერთად ვითარდებოდა. სასწავლო პროგრამების, აკადემიური პროექტების, კლასგარეშე აქტივობებისა და თანამედროვე სასწავლო გარემოს განვითარება დღესაც სკოლის საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილია.
ამასთანავე, სკოლაში ჩამოყალიბდა მეგობრული და ოჯახური გარემო, რომელიც დღეს სკოლის იდენტობის მნიშვნელოვანი ნაწილია. თაობების განმავლობაში სკოლა აერთიანებს მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს საერთო ღირებულებების გარშემო და ქმნის საზოგადოებას, სადაც ურთიერთპატივისცემა, მხარდაჭერა და უშუალო ურთიერთობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.
სკოლის ისტორია იქმნება მისი მოსწავლეების, კურსდამთავრებულების, მასწავლებლებისა და თითოეული იმ ადამიანის მონაწილეობით, რომელიც „პეგასის“ დიდი ოჯახის ნაწილია.