დირექტორის მიმართვა
მოგესალმებით სკოლა „პეგასში“!
ჩვენი სკოლა მრავალწლიანი გამოცდილების მქონე კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებაა, სადაც ვცდილობთ თითოეულ მოსწავლეს შევუქმნათ უსაფრთხო, კეთილგანწყობილი და ოჯახური გარემო.
ჩვენი მთავარი მიზანია, მოსწავლეებმა მიიღონ თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისი განათლება და ჩამოყალიბდნენ მოაზროვნე, პასუხისმგებლიან და დამოუკიდებელ პიროვნებებად. ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ აკადემიური ცოდნის მიღება, არამედ იმ პრაქტიკული უნარების განვითარებაც, რომლებიც ახალგაზრდებს მომავალში საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებაში დაეხმარება.
თუმცა სკოლა ჩვენთვის მხოლოდ ცოდნის მიღების ადგილი არ არის. როგორც უკვე აღვნიშნეთ, განსაკუთრებით ვაფასებთ იმ მეგობრულ და ოჯახურ გარემოს, რომელიც წლების განმავლობაში „პეგასის“ განუყოფელ ნაწილად იქცა. გვინდა, თითოეული ბავშვი სკოლაში სიხარულით მოდიოდეს, თავს კომფორტულად,თავისუფლად გრძნობდეს და იცოდეს, რომ აქ მას უსმენენ, პატივს სცემენ და მხარს უჭერენ.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, თუ რას სწავლობს ბავშვი, არამედ ისიც, თუ როგორ გრძნობს თავს სწავლის პროცესში. ამიტომ აკადემიურ განვითარებასთან ერთად განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ მოსწავლეთა პიროვნულ განვითარებას, ურთიერთპატივისცემას, თავისუფალ აზროვნებასა და კეთილგანწყობილი სასკოლო გარემოს შენარჩუნებას.
გვჯერა, რომ სკოლაში გატარებული წლები თითოეული მოსწავლისთვის უნდა იქცეს არა მხოლოდ განათლების მიღების, არამედ მეგობრობის, აღმოჩენებისა და ბედნიერი მოგონებების შექმნის პერიოდად.
დემურ ავალიანი
სკოლის დირექტორი