კლუბი „მოაზროვნე“
სკოლა პეგასი VII-XII კლასების მოსწავლეებს სთავაზობს კლუბ „მოაზროვნეს“ — საბაზო საფეხურის მოსწავლეებისთვის იწყებს პროექტების ციკლს „Sapere Aude!“ — „გაბედე საკუთარი განსჯის გამოყენება!“
და რადგან ადამიანი აზროვნებს და საკუთარ აზროვნებაზე დაკვირვებისას აღმოაჩენს საკუთარ თავს, ამიტომ პროექტი მიზნად ისახავს დისკუსიების, პერფორმანსების, პრეზენტაციების, თეატრალური წარმოდგენების სახით, მოსწავლეებში თავისუფალი აზროვნების, ინტელექტის, ლოგიკური მსჯელობის, განსჯის უნარ-ჩვევების, ფიქრთა ასოციაციური ნაკადის, ფიქრში ჩავარდნის შემოქმედებითი ფანტაზიის გაღვივებას.
„Cogito, ergo sum!“
„ვაზროვნებ, მაშასადამე ვარსებობ!“
მოდით, ვიარსებოთ და ვიაზროვნოთ ერთად!
მოდით, არსებობა აზროვნებას დავუმორჩილოთ!
მოდით, საკუთარი განსჯის გამოყენება გავბედოთ!
Sapere Aude!