ახალგაზრდა მკვლევართა კლუბი
სკოლა პეგასი VII-XII კლასების მოსწავლეებს სთავაზობს ახალგაზრდა მკვლევართა კლუბს. კლუბის საქმიანობა დაფუძნებულია მდგრადი განვითარების კონცეფციაზე და მისი ძირითადი მიმართულებებია:
- მეცნიერული კვლევა-ძიება;
- გარემოსდაცვითი განათლების დანერგვის ხელშეწყობა;
- გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა.
კლუბში ელექტრონული რეგისტრაციით ხდება მოსწავლეთა გაერთიანება. რეგისტრირებული მოსწავლეები ხდებიან კლუბის წევრები, კლუბს ხელმძღვანელობს ფასილიტატორი. ფასილიტატორთან ერთად კლუბის წევრები ატარებენ სხვადასხვა საინტერესო აქტივობებს, იღებენ მონაწილეობას კონკურსებსა და კონფერენციებში.