სკოლა პეგასის სიმბოლო
სკოლის ისტორია

სკოლის ისტორია

სკოლა „პეგასი“ 2000 წელს დაარსდა და მას შემდეგ ემსახურება ერთ მთავარ მიზანს: შექმნას ისეთი საგანმანათლებლო გარემო, სადაც მოსწავლე მიიღებს ხარისხიან განათლებას, განვითარდება, როგორც დამოუკიდებელი პიროვნება და შეძლებს საკუთარი შესაძლებლობების სრულად გამოვლენას.

წლების განმავლობაში „პეგასი“  თანამედროვე განათლების მოთხოვნებთან ერთად ვითარდებოდა. სასწავლო პროგრამების, აკადემიური პროექტების, კლასგარეშე აქტივობებისა და თანამედროვე სასწავლო გარემოს განვითარება დღესაც სკოლის საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილია.

მეტის ნახვა

დირექტორის მიმართვა

მოგესალმებით სკოლა „პეგასში“!

ჩვენი სკოლა მრავალწლიანი გამოცდილების მქონე კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებაა, სადაც ვცდილობთ თითოეულ მოსწავლეს შევუქმნათ უსაფრთხო, კეთილგანწყობილი და ოჯახური გარემო.

ჩვენი მთავარი მიზანია, მოსწავლეებმა მიიღონ თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისი განათლება და ჩამოყალიბდნენ მოაზროვნე, პასუხისმგებლიან და დამოუკიდებელ პიროვნებებად. ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ აკადემიური ცოდნის მიღება, არამედ იმ პრაქტიკული უნარების განვითარებაც, რომლებიც ახალგაზრდებს მომავალში საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებაში დაეხმარება.

მეტის ნახვა
დირექტორის მიმართვა
სკოლამდელი საფეხური

სკოლამდელი საფეხური

სკოლამდელი მომზადების სამუშაო პროგრამა მომავალ პირველკლასელებისათვის

ხშირად დასმული კითხვები

რა არის სკოლა პეგასში სწავლის საფასური, რა სასწავლო და დამატებით სერვისებს სთავაზობს სკოლა მოსწავლეებს და როგორია გადახდის პირობები?

სკოლა პეგასი მოსწავლეებს სთავაზობს გახანგრძლივებულ სწავლებას, სამეცადინო საათს, ხატვის, ცეკვისა და ჭადრაკის წრეებს, ასევე საზოგადოება და ლიტერატურის კლუბს. კერძო სკოლაში სწავლის საფასური განისაზღრვრება საფეხურის მიხედვით (მოსამზადებელი, დაწყებითი I-VI, საბაზო VII-IX, საშუალო X-XII). სწავლის ღირებულების, გადახდის პირობებისა და დამატებითი აქტივობების განრიგის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით სკოლის ადმინისტრაციას.

რომელ საათამდეა მოსწავლე სკოლაში?

სკოლა პეგასში სწავლა იწყება 09:30-ზე. დაწყებითი საფეხურის (I- IV კლასი)  მოსწავლეები სკოლაში რჩებიან 17:00 საათამდე, ხოლო საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები ინდივიდუალური ცხრილის შესაბამისად.

როგორ ჩავრიცხოთ ბავშვი სკოლაში და როგორ დავგეგმოთ ვიზიტი?

სკოლა პეგასში მოსწავლის ჩარიცხვის პროცესი მოიცავს სკოლის მიერ დადგენილი მიღების პროცედურების გავლას და საჭირო დოკუმენტაციის წარდგენას. ჩარიცხვის პირობების, ვადებისა და საჭირო დოკუმენტაციის შესახებ ინფორმაციის მისაღებად  დაუკავშირდით სკოლის ადმინისტრაციას. თუ გსურთ დამატებითი დეტალების პირადად განხილვა ან სკოლის გარემოს გაცნობა, წინასწარ დაჯავშნეთ ვიზიტი ვებსაიტზე განთავსებული ველის

როგორ არის უზრუნველყოფილი მოსწავლეთა უსაფრთხოება სკოლაში?

სკოლა პეგასში მოსწავლეთა უსაფრთხოების მიზნით მიმდინარეობს ვიდეო-სამეთვალყურეო მონიტორინგი 24 საათის განმავლობაში და ასევე ფიზიკური მონიტორინგი დერეფნებში. 

როგორ იღებს მშობელი ინფორმაციას მოსწავლის აკადემიური მოსწრებისა და სასკოლო ცხოვრების შესახებ?

მშობელი მოსწავლის აკადემიური მოსწრების, სასწავლო პროცესისა და სასკოლო ცხოვრებაში მისი ჩართულობის შესახებ ინფორმაციას იღებს ელექტრონული ჟურნალის და დამრიგებელთან კომუნიკაციის საშუალებით. საჭიროების შემთხვევაში, მოსწავლის ინტერესებისა და კეთილდღეობის გათვალისწინებით, საკითხის განხილვაში ერთვება სკოლის ადმინისტრაციაც, რათა მშობლებთან თანამშრომლობით დროულად მოხდეს შესაბამისი რეაგირება და მოსწავლისთვის საუკეთესო გადაწყვეტილების მიღება.

დეკორატიული ორნამენტი
სკოლა პეგასის სიმბოლო