საშუალო საფეხური

სკოლა „პეგასის“ საშუალო საფეხურზე  (X -XII კლასები) სწავლა-სწავლების პროცესი  ორიენტირებულია საფუძვლიანი პროფილური, ან არაპროფილური საგნობრივი ცოდნის, უნარებისა და დამოკიდებულბების მიღებაზე. საშუალო საფეხურის ძირითადი ამოცანებია: მოსწავლემ მიიღოს თანამედროვე სამყაროში წარმატებისთვის საჭირო განათლება, გაეცნოს მომავლის პროფესიებს და გააკეთოს საკუთარი არჩევანი.

სასწავლო და სააღმზრდელო საქმინაობა წინასწარ დაგეგმილი და კონტროლირებადი პროცესია.

______________________________________________________________________________

საფეხურის პრიორიტეტებია:

📍  საგანთა დიფერენცირებული სწავლების გზით სისტემური ცოდნის კონსტრუირება, მოსწავლეთა  მიდრეკილებების, ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებით.

📍 მრავალფეროვანი საგნობრივ-აკადემიური პროექტების განხორციელება, ახალი გამოწვევების მზაობის  მისაღებად.

📍 საგნობრივ შემოქმედებითი და აკადემიური პროექტების განხორციელება ახალი გამოწვევებისთვის მზაობის, პრობლემების გადაჭრის გზების, კრიტიკული აზროვნებისა და არგუმენტირებული მსჯელობის უნარ-ჩვევების გასავითარებლად.