საბაზო საფეხური

სკოლა „პეგასის“ საბაზო საფეხურზე (VII -IX კლასები) სწავლა-სწავლების პროცესი ხელს უწყობს ცოდნის ეტაპობრივად კონსტრუირებას, ცოდნათა ურთიერთდაკავშირებას და ორგანიზებას. საბაზო საფეხურის ძირითადი ამოცანებია აკადემიური დარგების სრულყოფილად შესწავლა, მოსწავლეთა პროფორიენტაციის პროცესის ხელშეწყობა და თანამედროვე სამყაროში წარმატებისთვის საჭირო უნარ-ჩვევებისა და დამოკიდებულებების  განვითარება.

სასწავლო და სააღმზრდელო საქმინაობა წინასწარ დაგეგმილი და კონტროლირებადი პროცესია.

______________________________________________________________________________

საფეხურის პრიორიტეტებია:

📍  საგანთა გაღრმავებული სწავლება. კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების გასავითარებლად.

📍 მრავალფეროვანი საგნობრივ-აკადემიური პროექტების განხორციელება ფაქტობრივი ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებისა და ასაკის შესაბამისი კვლევითი და საპრეზენტაციო უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით.

📍 უცხო ენის, ინგლისურის, გაძლიერებული სწავლება.