
სკოლა “პეგასში” განხორციელდა ქართულისა და ესთეტიკური აღზრდის კათედრების ინტეგრირებული აკადემიური პროექტი “არადრო და არასივრცე ქართულ მხატვრულ ლიტერატურაში”.

“პეგასის” საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა დაამუშავეს და დაიცვეს აკადემიური თემები, მოამზადეს რეფერატები, გამართეს დებატები.

მითის არქეტიპების განსაზღვრა და მისი მხატვრული ასახვა ქართულ ეპოსში “ამირანი”.

“ვეფხისტყაოსნის” პერსონაჟთა სახელების ეტიმოლოგიაში არსებული მითოსური და არქეტიპული საწყისები.

ვაჟა-ფშაველა “ერთ-ერთი არქაული ბავშვი”, რომელიც კაცობრიობას შემორჩა “სტუმარ-მასპინძლისა” და “ალუდა ქეთელაურის” მაგალითზე.

თანამედროვე ცხოვრებაში არქეტიპული სამყაროს არსებობა და მტკიცებულება მსოფლიოში რეალური, ლიტერატურული და ბრენდული სამყაროს მაგალითზე.

პროექტი ითვალისწინებდა ისტორიულ-მითოლოგიური პირველსაწყისების მაგალითებით, ქართულ ლიტერატურაში არსებული არქეტიპული პერსონაჟების რეპრეზენტაციას.
„ჩვენ ყველას გვაქვს რაიმე დაფარულის აღმოჩენის წრიალა სურვილი…“