სკოლამდელი მომზადების სამუშაო პროგრამა მომავალ პირველკასელებისათვის
სკოლამდელი განათლების საფეხურზე ,,პეგასში“ აღსაზრდელს ვუქმნით მშვიდ, მეგობრულ და უსაფრთხო გარემოს. ჩვენი ამოცანაა, რომ გასართობ-შემეცნებითი აქტივობებით მოსწავლეს გაუვითაროთ ცნობისმოყვარეობა და მოტივაცია სასკოლო ასაკისთვის. პროგრამა აქცენტს აკეთებს აღსაზრდელის გამართული მეტყველების უნარის განვითარებაზე, რომელიც მნიშვნელოვნად განაპირობებს თვითდამკვიდრებასა და თვითგამოხატვას ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე. _____________________________________________________________________________________________სასწავლო პოლიტიკა
📍„ათამაშე“ და ,,გააცანი“;
📍ჯგუფური მუშაობის ელემენტები;
📍წერა-კითხვის ელემენტები ქართულსა და ინგლისურ ენებში;
📍არითმეტიკის ელემენტები;
📍ფიზიკურ-სპორტული განვითარება;
_____________________________________________________________________________________________
მისაღწევი შედეგები
✅შეუძლია პირადი ჰიგიენური ნორმების დაცვა;
✅საკუთარი ნივთებისა და პირადი სასწავლო სივრცის მოწესრიგება;
✅აღიქვამს საკუთარ თავს გუნდის წევრად;
✅ფლობს ელემენტარულ დონეზე ქცევის ეტიკეტს;
✅შეუძლია საკუთარი ფიქრებისა და ემოციების თავისუფლად გამოხატვა;
✅შეძლებისდაგავარდ მართავს საკუთარ ემოციებს;
✅ცდილობს, დაფიქრდეს აზრის გამოთქმამდე;
✅ადეკვატურად რეაგირებს უფროსის მიერ მიწოდებულ ინსტრუქტაჟსა და მითითებაზე;