პროექტი ,,მოლაპარაკე მაისურები”

სკოლა ,,პეგასში” განხორციელდა საბუნებისმეტყველო საგანთა ინტეგრირებული აკადემიური პროექტი ,,მოლაპარაკე მაისურები”, რომელშიც ჩართულები იყვნენ საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები.

პროექტი მიზნად ისახავდა გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური პრობლემების გაცნობიერებას.

მოსწავლეებმა თავიანთი სათქმელი გამოხატეს როლური თამაშებით, სიმულაციებითა და პრეზენტაციებით.

მადლობა პროექტში ჩართულ მოსწავლეებსა და საბუნებისმეტყველო კათედრის პედაგოგებს.

ჩვენ ვზრუნავთ გარემოზე